სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

უნივერსიტეტი

SEU-ს ინფორმაციული ტექნოლოგიების პროგრამის პირველი კურსის სტუდენტებმა GITA-ს 10 000 ლარიანი გრანტი მოიგეს 

15 ივლისი, 2024

13-14 ივლისს, საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი SEU-ს ინფორმაციული ტექნოლოგიების პროგრამის პირველი კურსის სტუდენტებმა: ზაალ ჭუმბურიძემ, ნუგზარ ფერაძემ და ლევან ჯოხაძემ გურჯაანის ტექნოპარკში საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) ორგანიზებით გამართულ კონკურსში “ღვინოთონი 3.0” გაიმარჯვეს და მოიპოვეს 10 000 ლარი გრანტის სახით, პროტოტიპის განვითარების მიზნით. 

პროექტში მონაწილეობდა სხვადასხვა უნივერსიტეტის 21 გუნდი მთელი საქართველოდან.  პროექტის მიზანი იყო: 

  • მეღვინეობის სექტორში არსებული პრობლემების გადაჭრა; 
  • ინოვაციური სტარტაპ პროექტების შექმნა და ტექნოლოგიური პროტოტიპების შემუშავებაა. 

ჩვენმა სტუდენტებმა შექმნეს პროექტი-Clean Clay, ქვევრის ნარჩენებისგან გასუფთავების თანამედროვე ტექნოლოგიების მოდელი.

Message body empty