26 ივნისს, საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტ SEU-ს ოფიციალური ვიზიტით ესტუმრა ბრაგანცას პოლიტექნიკური უნივერსიტეტის დელეგაცია. შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა უნივერსიტეტებს შორის არსებული თანამშრომლობის განხილვა, მიმდინარე და სამომავლო საერთაშორისო მობილობების დაგეგმვა.
შეხვედრისას აქცენტი გაკეთდა საინფორმაციო ტექნოლოგიების, მონაცემთა მეცნიერებების და ხელოვნური ინტელექტის პროგრამების მიმართულებებით პარტნიორობის გაძლიერებასა და ამ მიმართულებით ორმაგი დიპლომის პროგრამების შემუშავებაზე.
შეგახსენებთ, რომ ბრაგანცას პოლიტექნიკურ უნივერსიტეტთან გვაკავშირებს მრავალწლიანი პარტნიორობა, რომლის ფარგლებშიც ბიზნეს ადმინისტრირების, მენეჯმენტის და ფსიქოლოგიის მიმართულების სტუდენტებს აქვთ შესაძლებლობა მოიპოვონ ორმაგი დიპლომი.