24 ივნისს, საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი SEU-ს მონაცემთა მეცნიერებისა და ხელოვნური ინტელექტის და ინფორმაციული ტექნოლოგიების პროგრამის სტუდენტებმა GITA-ს საგრანტო პროგრამაში „25 000 ლარამდე ინოვაციების გრანტები რეგიონებისთვის“ გაიმარჯვეს და 25 000 ლარიანი დაფინანსება მოიპოვეს.
პროექტის მიზანია დიაბეტის მქონე ადამიანებს გაუმარტივდეთ სისხლში შაქრის დონის კონტროლი და მოეხსნათ ყოველდღიური დისკომფორტი, რომელიც გამოწვეულია შაქრის გაზომვითა და ინსულინის დოზის შეყვანისას, ასევე სტარტაპის მიზანია, მოახდინოს სისხლში შაქრის კონტროლის ავტომატიზაცია.