18 ივნისს, საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტ SEU-ში ჩატარდა ინტელექტუალური თამაში ,,ბრენდ ბლიცი“, რომელშიც მონაწილეობა მიიღო 7-მა გუნდმა.
თამაშის მიმდინარეობისას გუნდების ამოცანას წარმოადგენდა სხვადასხვა ბრენდის მიერ განხორციელებული აქტივობების გამოცნობა (რეკლამა, ლოგო, სლოგანი).
ბრენდ ბლიცი სამი რაუნდისგან შედგებოდა და თითოეულ რაუნდში მონაწილეები აქტიურად იყვნენ ჩართულნი.
თამაშის ჟიურის წევრები:
პირველი და მეორე ადგილის მფლობელ გუნდებს გადაეცათ სპეციალური პრიზები, ხოლო პროექტში მონაწილე ყველა სტუდენტს სერტიფიკატი.
ღონისძიება ჩატარდა SEU-ს ბიზნესის კლუბის ორგანიზებით და კარიერული განვითარებისა და კურსდამთავრებულებთან ურთიერთობის სამსახურის მხარდაჭერით.