სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

უნივერსიტეტი

SEU-ს პარტნიორი ბუქარესტის ეკონომიკური უნივერსიტეტის პროფესორის ლექციების სერია ფინანსების მიმართულებით

30 მაისი, 2024

24-29 მაისს, საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტ SEU-ში ჩვენი და პარტნიორი ბუქარესტის ეკონომიკური უნივერსიტეტის ორგანიზებით გაიმართა ლექციების სერია ფინანსების მიმართულებით.

შეხვედრის მომხსენებელი იყო: პროფესორი გიორგი ათილა, რუმინეთის ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო მდივანი, რომლის ინტერესის სფეროა ბიუჯეტირება, საჯარო საფინანსო რესურსები, სახელმწიფო დანახარჯები და სახელმწიფო ვალი.

გიორგი ათილა შეხვდა საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებს, ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის აკადემიურ პერსონალს. ასევე SEU-ს პარტნიორი კომპანიების წარმომადგენლებისათვის ჩაატარა მასტერკლასი, რომლის ფარგლებშიც ისაუბრა რუმინეთის ევროინტეგრაციის გამოცდილებაზე.

ლექციები ჩატარდა შემდეგ თემებზე: 

  • 24 მაისს, სამაგისტრო საფეხურის სტუდენტებისთვის: „რუმინეთის, როგორც ევროკავშირის წევრი ქვეყნის, ფინანსური გამოცდილება“.
  • 27 მაისს, ფაკულტეტის პროფესორების დისკუსია: „სწავლების გამოცდილების გაზიარება, შესაძლო ერთობლივი კვლევა და პროექტების განხილვა“.
  • 28 მაისს, კომპანიების წარმომადგენლებისათვის: „ფინანსური სირთულეები ევროპული კორპორაციებისთვის”.
  • 29 მაისს, საბაკალავრო საფეხურის სტუდენტებისათვის: „დეფიციტის შეზღუდვები, ეროვნული ბიუჯეტი და ევროკავშირის ბიუჯეტი, გადასახადები ევროკავშირის კანონმდებლობა“.
Message body empty