სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

უნივერსიტეტი

SEU-სა და დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

30 მაისი, 2024

29 მაისს, საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტ SEU-ში გაიმართა შეხვედრა დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოსთან. შეხვედრის მიმდინარეობისას მხარეებმა განიხილეს სტრატეგიული თანამშრომლობის საკითხები.

შეხვედრის ბოლოს SEU-სა და დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომელიც მიზნად ისახავს ერთობლივი პროექტების/ღონისძიებების დაგეგმვას, სტუდენტების პროფესიული მომზადების ხელშეწყობას, სასწავლო პროცესში სტუდენტების მიერ მიღებული თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებას.

ღონისძიებას ესწრებოდნენ: დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს დირექტორი, სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსი, საზოგადოებასთან და მედიასთან ურთიერთობის მენეჯერი, ხოლო უნივერსიტეტის მხრიდან ვიცე-რექტორი სამეცნიერო კვლევითი მიმართულებით, კარიერული განვითარებისა და კურსდამთავრებულებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი და სხვადასხვა ფაკულტეტის დეკანები. 

დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს მიზანია მოსახლეობის შრომისა და დასაქმების ხელშეწყობა, დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამების განხორციელება, სამუშაო ძალის შესახებ სტატისტიკური ინფორმაციის მოგროვება, ანალიზი და სხვა.

Message body empty