სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

უნივერსიტეტი

SEU-ს ლიტერატურულმა კლუბმა პოდკასტების სერია დაიწყო

29 მაისი, 2024

საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის SEU-ს სტუდენტურმა კლუბმა “LITERARY CLUB”-მა კარიერული განვითარებისა და კურსდამთავრებულებთან ურთიერთობის სამსახურის მხარდაჭერით აქტიურად დაიწყო პოდკასტების ეპიზოდების ჩაწერა.

პირველ ეპიზოდში სტუდენტებმა ისაუბრეს სტუდენტურ და საუნივერსიტეტო ცხოვრებასთან დაკავშირებულ საუკეთესო პრაქტიკასა და გამოწვევებზე.

პოდკასტების სერიები აქტიურად გაგრძელდება. მომდევნო ეპიზოდები შეეხება განათლების სფეროში მიმდინარე აქტუალურ საკითხებს, რომლებზეც ისაუბრებენ აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალი. 

შეხვედრების მიზანია მოიცვას ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები,როგორიცაა:

კარიერული განვითარება, დასაქმება, საქართველოში უცხოელ სტუდენტთა ცხოვრება, პრაქტიკული უნარების განვითარება და სხვა აქტუალური თემები.

ეპიზოდები პერიოდულად განთავსდება SEU-ს სოციალურ ქსელებში.

Message body empty