სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

უნივერსიტეტი

SEU-სა და IT მომსახურების კომპანია LiveSupport-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

21 მაისი, 2024

20 მაისს, SEU-ში შეხვედრა გაიმართა კომპანია LiveSupport-ის წარმომადგენლებთან. შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა განიხილეს სტრატეგიული თანამშრომლობის საკითხები.

LiveSupport-ი IT მომსახურების კომპანიაა, რომელიც 2016 წლიდან ოპერირებს ქართულ ბაზარზე. შეხვედრის ბოლოს უნივერსიტეტსა და კომპანიას შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომლის მთავარი მიზანიც არის საგანმანათლებლო პროგრამების განვითარებასა და მოდიფიცირებაში ჩართულობა, ასევე მხარეების მიერ ერთობლივი ღონისძიებების და პროექტების დაგეგმვა/განხორციელება.

მემორანდუმი ასევე ითვალისწინებს სტუდენტთა/კურსდამთავრებულთა დასაქმებასა და მათ კარიერულ განვითარებას. 

აღნიშნული მემორანდუმი ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი იქნება ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის სტუდენტებისთვის, განსაკუთრებით კი ინფორმაციული ტექნოლოგიების, ასევე ხელოვნური ინტელექტის და მონაცემთა მეცნიერების პროგრამების სტუდენტებისთვის.

Message body empty