29 აპრილს, საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტ SEU-ში ჩატარდა საჯარო ლექცია თემაზე: „გარემოსდაცვითი განათლება“.
ლექცია გაიმართა პროექტის „მწვანე რევოლუცია“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრის მხარდაჭერით ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივით.
ლექციის მომხსენებელი იყო: გიორგი კავთელაძე, გარემოსდაცვითი ექსპერტი.