ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამა სასწავლო კურსის „ბლოკჩეინ ტექნოლოგიები თანამედროვე საწარმოში" ფარგლებში აგრძელებს საინტერესო პრაქტიკული სემინარების სესიას.
26 აპრილს, პრაქტიკული კურსის მეორე შეხვედრა თემაზე: „ციფრული ვალუტის ბაზრები - ძირითადი ინდიკატორი, ისტორიული მონაცემები და მათი ანალიზი“ ჩაატარა ჩვენი პარტნიორი ორგანიზაციის CityPay.io-ს წარმომადგენელმა და თრეიდერმა - ერაი ჰათიფოღლუმ.