საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტ SEU-ში სსიპ ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ რატევნის საჯარო სკოლის და სსიპ ქალაქ ბოლნისის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის ღია კარის დღე გაიმართა.
შეხვედრაზე მოსწავლეებმა მიიღეს ამომწურავი ინფორმაცია: საბაკალავრო პროგრამების; სტუდენტური ცხოვრების; გაცვლით პროგრამების; SEU - ს განსაკუთრებული შეთავაზებების და სხვა მათთვის მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ.