17 აპრილს, საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტ SEU-ში ევროპის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტის პროფესორმა და SEU-ს საპატიო დოქტორმა საშა ფლემნითცმა ჩვენი პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლებისთვის ჩაატარა ტრენინგი თემაზე: "ცვლილებების მართვა”.
შეხვედრის მიმდინარეობისას განხილული იყო ისეთი აქტუალური საკითხები, როგორიცაა ცვლილებების პროცესი და მისი გავლენა ორგანიზაციაზე. შეხვედრის ბოლოს გაიმართა დისკუსია.
ღონისძიება განათლების ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამის ინიციატივითა და კარიერული განვითარებისა და კურსდამთავრებულებთან ურთიერთობის სამსახურის მხარდაჭერით გაიმართა.