17 აპრილს, საქართველოს ეროვნულმა უნივერსიტეტმა SEU-მ ჰორიზონტი ევროპას პროგრამის შესახებ საინფორმაციო შეხვედრას უმასპინძლა.
შეხვედრა გახსნა SEU-ს ვიცე-რექტორმა სამეცნიერო კვლევითი მიმართულებით - ანა ფირცხალაშვილმა, ხოლო დამსწრე აუდიტორიას სიტყვით მიმართა „ჰორიზონტი ევროპა“ საქართველოს ეროვნული ოფისის ხელმძღვანელმა - ლევან ხეცურიანმა და ისაუბრა პროგრამის მიზნების შესახებ.
შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ევროპის კვლევების საბჭოს (ERC), ევროპის ინოვაციების ეკოსისტემას და ამ მხრივ დაფინანსებისა და ინვესტიციების შესაძლებლობებს, რის შესახებაც ეროვნულმა საკონტაქტო პირებმა - ეკატერინე სანაიამ და ანა გოლეთიანმა, დაინტერესებულ პირებს საინტერესო და მნიშვნელოვანი ინფორმაცია გაუზიარეს.
ღონისძიებას ესწრებოდნენ პროფესორები და მკვლევრები როგორც საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი SEU-დან, ისე სხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებიდან.