SEU-ს სამეცნიერო ჟურნალი „სოციალურ მეცნიერებათა ვექტორები“ განთავსდა ღიად ხელმისაწვდომ ჟურნალთა ყველაზე დიდ და ავტორიტეტულ DOAJ-ის ბაზაში: https://shorturl.at/iqTU6
ეს ფაქტი ადასტურებს, რომ SEU - ს სამეცნიერო ჟურნალი შეესაბამება ღიაობის საერთაშორისო სტანდარტებს და ეთიკის წესებს.
SEU-ს სამეცნიერო ჟურნალი „სოციალურ მეცნიერებათა ვექტორები“ წარმოადგენს პერიოდულ საერთაშორისო რეფერირებად და რეცენზირებად გამოცემას, რომელიც მიზნად ისახავს აკადემიური დისკუსიის გაღრმავებას: https://vectors.ge/
ჟურნალს აქვს საერთაშორისო სტანდარტული სერიული ნომერი ელექტრონული (E-ISSN) და ბეჭდვითი სახით (ISSN) პერიოდული გამოცემებისთვის.
ჟურნალი გამოიცემა წელიწადში ორჯერ.