სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

უნივერსიტეტი

ვორკშოპი კომპანიებისთვის

13 ივნისი, 2023

7 ივნისს, საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი SEU - ს პარტნიორი უნივერსიტეტის, ბერლინის გამოყენებითი მეცნიერების სკოლის ვიცე - რექტორმა განვითარების დარგში, პროფესორმა უვე კასჩკამ, SEU-ს პარტნიორი კომპანიების წარმომადგენლებისათვის ჩაატარა სამუშაო შეხვედრა ორგანიზაციაში ინოვაციების პროცესის, მათი დაგეგმვისა და მართვის პრობლემებზე. შეხვედრას ესწრებოდა 14 კომპანიის წარმომადგენელი, რომელთაც საშუალება მიეცათ საკუთარი კომპანიების გამოცდილება გაეზიარებინათ.

პროფესორი კასჩკა ოც წელზე მეტია ტექნოლოგიის ტრანსფერისა და დიჯიტალიზაციის მიმართულებით აქტიურად უწევს კონსულტაციებს გერმანიაში წამყვან კომპანიებს. 

პროფესორმა კასჩკამ ორი კვირის განმავლობაში SEU-ში ჩაატარა სხვადასხვა ღონისძიებები, ასევე აქტიურად ჩაერთო ბიზნესის ადმინისტრირების პროგრამების განვითარებაში.

საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი SEU თავის პარტნიორ უნივერსიტეტებთან ერთად ყოველდღიურად ზრუნავს პარტნიორ კომპანიებთან თანამშრომლობითი ურთიერთობის განვითარებასა და სწავლების ხარისხის ამაღლებაზე.

კომპანიების ჩამონათვალი:

Discover Georgia
MBC – Finance
LETA
SEU DEVELOPMENT
Grant Thornton
Glovo
Basaltfiber
Golden Tulip
NOVA
KA Hotels
Mintrans
Quicktest
Energo-pro Georgia
Saudi Georgian Group

Message body empty