სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

უნივერსიტეტი

საჯარო ლექცია "ბრენდის მშენებლობა ციფრულ სამყაროში"

09 ივნისი, 2023

8 ივნისს, საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტ SEU - ში გაიმართა საჯარო ლექცია თემაზე:  "ბრენდის მშენებლობა ციფრულ სამყაროში".

ლექცია ჩაატარა ნიკა ნაზღაიძემ, რომელიც არის SEU-ს კურსდამთავრებული, ციფრული მარკეტერი და Digital Marketing House-ის დირექტორი.

შეხვედრისას განხილული იყო ციფრული მარკეტინგის არსი და მნიშვნელობა, ძირითადი პრინციპები და ტენდენციები, ციფრული მარკეტინგის უპირატესობები ტრადიციულ მარკეტინგთან შედარებით, ციფრული მარკეტინგის გამოყენება ბრენდის ცნობადობის ასამაღლებლად და კონკრეტული კომპანიების მაგალითები და მათი შედეგები.

საჯარო ლექციას ესწრებოდნენ სტუდენტები, კურსდამთავრებულები და აბიტურიენტები.

ღონისძიება კარიერული განვითარებისა და კურსდამთავრებულებთან ურთიერთობების სამსახურის ორგანიზებით გაიმართა.

Message body empty