სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

საზაფხულო სკოლა სტუდენტებისთვის „გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის მექანიზმები და საქართველო“.

დეპარტამენტი
გამოცხადების თარიღი 30 მაისი, 2024
ბოლო ვადა 09 ივნისი, 2024

გაცნობებთ,რომ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ევროკავშირის მხარდაჭერილი პროექტის: „სასამართლო რეფორმების შესახებ საზოგადოების ინფორმირებისა და ჩართულობის ხელშეწყობა და მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მრავალმხრივი ქმედებით ფასილიტაცია“ ფარგლებში, აცხადებს საზაფხულო სკოლას სტუდენტებისთვის „გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის მექანიზმები და საქართველო“. დარგის ექსპერტები სკოლის ფარგლებში განიხილავენ გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის მექანიზმებს, ჩრდილოვანი ანგარიშების წარმოებისა და ადამიანის უფლებებთან დაკავშირებულ აქტუალურ საკითხებს.

საზაფხულო სკოლაში მონაწილეობა შეუძლიათ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების  იურიდიული ფაკულტეტის ბაკალავრიატის მე-3-4 კურსისა და მაგისტრატურის სტუდენტებს. სკოლაში მონაწილეობის მისაღებად წახალისებულნი არიან რეგიონული უნივერსიტეტების სტუდენტები. 

დაინტერესებულმა პირებმა 2024 წლის 20 ივნისის ჩათვლით განმცხადებლის CV (რეზიუმე) და სამოტივაციო წერილი (არაუმეტეს 500 სიტყვა) უნდა გამოგზავნონ შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე [email protected]. მეილის სათაურში მიუთითეთ „საზაფხულო სკოლა“. 

კონკურსის ეტაპები და გამარჯვებულთა გამოვლენა:

მონაწილეთა შერჩევა მოხდება საზაფხულო სკოლის შესარჩევი კომისიის მიერ. 

საზაფხულო სკოლა ჩატარდება 2024 წლის 08-12 ივლისს. სკოლის ფარგლებში სრულად იქნება დაფარული საზაფხულო სკოლის ხარჯები. კერძოდ, უზრუნველყოფილი იქნება მონაწილეების ტრანსპორტირება, სასტუმროში განთავსება და კვება. 

Message body empty