სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

Loialte - ფინანსური მენეჯერი

დეპარტამენტი
გამოცხადების თარიღი 18 ივნისი, 2024
ბოლო ვადა 28 ივნისი, 2024

 აუდიტორული და საკონსულტაციო კომპანია ,,Loialte‘’ აცხადებს სტაჟირებას ,,ფინანსური მენეჯერის ‘’ პოზიციაზე.

,,Loialte‘’ ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი ქართული ბრენდია. კომპანია მომხმარებელს სთავაზობს აუდიტორულ და საკონსულტაციო სერვისებს https://www.loialte.com.ge

,,Loialte‘’ პირველი ქართული ბრენდია მის სფეროში, რომელიც ფლობს ISO 9001:2015 (ხარისხის მართვის სისტემები) სერტიფიკატს, რაც ადასტურებს იმას, რომ „ლოიალტე“- ში დანერგილია ხარისხის მართვის იმგვარი სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს საერთაშორისო დონის და უმაღლესი ხარისხის მომსახურების მიწოდებას მომხმარებლისთვის.

სტაჟირების პროცესში შეისწავლით :

  • კომპანიის ყოველთვიური და ყოველწლიური ფინანსური ანგარიშგების მომზადება;
  • კომპანიის ფინანსური მდგომარეობის ანალიზი და მისი შესაბამისობის შეფასება გრძელვადიან გეგმებთან,ბიუჯეტსა და პროგნოზებთან;
  • მოთხოვისამებრ, ფინანსური შედეგების ანალიზი და რეკომენდაციების მომზადება;
  • მომსახურე კომპანიების ბიუჯეტის მომზადება, შესრულების მონიტორინგი და შესაბამისი კორექტირება;
  • ფულადი ნაკადების მოძრაობის დაგეგმვა და მათი შესაბამისობის უზრუნველყოფა;
  • კომპანიის წარმოდგენა ბანკებთან, სტრატეგიულ პარტნიორებთან, ინვესტორებთან და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან;
  • ფინანსური ოპერაციების შესაბამისობის კონტროლი და გაუმჯობესება;
  • კომპანიის ვალდებულებებისა და მასთან დაკავშირებული რისკების ანალიზი და მართვა;
  • კომპანიის ზრდასთან დაკავშირებული გრძელვადიანი და მოკლევადიანი გეგმების მომზადება;
  • ფინანსური აღრიცხვიანობისათვის შესაბამისი პროგრამის იდენტიფიცირება, დანერგვის პროცესში მონაწილეობა და შემდგომი მონიტორინგი;
  • კომპანიის მფლობელებსა და მენეჯერებთან კომუნიკაცია;
  •  ფინანსური ეფექტიანობის გაუმჯობესებისათვის საჭირო პროცესების ოპტიმიზაცია და შესაბამისი პროცედურების გაწერა; 
  • ფინანსური და ბუღალტრული პროგრამების, პროცესების, მიდგომებისა და კონტროლის სისტემების დანერგვა და გაუმჯობესება;
  •  ახალი საინვესტიციო პროექტების ანალიზი და შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება;
  •  კომპანიის ფინანსური ასპექტების შესაბამისობის კონტროლი საერთაშორისოდ აღიარებულ სტანდარტებსა და შესაბამის კანონმდებლობასთან.

ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება (სასურველია ეკონომიკის, ფინანსების ან ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით);
  • ფინანსური უწყისების წარმოებაში მინიმალური გამოცდილება ან თეორიული ცოდნა;
  • საოფისე პროგრამების (MS Office) მაღალ დონეზე ცოდნა;
  • ინგლისური და რუსული ენების სასაუბრო დონეზე ფლობა;
  • დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
  • დროის მენეჯმენტი;
  • კომუნიკაბელურობა, ენერგიულობა, შრომისმოყვარეობა;
  • დეტალებსა და შედეგებზე ორიენტირებულობა.

სამუშაო პირობები:

  • სტაჟირების პერიოდი : 3 თვე.
  • სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი.
  • სამუშაო დღეები: ორშაბათი-პარასკევი.
  • სამუშაო საათები: 10:00-19:00.
  • ადგილმდებარეობა : თბილისი

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე ელფოსტაზე: [email protected].

სათაურის ველში მიუთითეთ „ბაზების ადმინისტრატორი “ .

Message body empty