სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

,,საგაზაფხულო დასაქმების პროგრამა'' - ენერგო-პრო ჯორჯიაში

დეპარტამენტი
გამოცხადების თარიღი 04 ივნისი, 2024
ბოლო ვადა 12 ივნისი, 2024

სს „ენერგო-პრო ჯორჯია ჰოლდინგი“ იწვევენ  უმაღლესი თუ პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების, დამამთავრებელი კურსის სტუდენტებს ან/და ახალ კურსდამთავრებულებს, „საზაფხულო დასაქმების პროგრამაში“ მონაწილების მისაღებად. 

პრიორიტეტული მიმართულებები: ენერგეტიკა; ელექტროინჟინერია; შრომის უსაფრთხოება; მომხმარებლებთან (აბონენტებთან) ურთიერთობა; ფინანსები; ლოგისტკა და სხვა.

საზაფხულო დასაქმების პროგრამა მოიცავს 2 თვიან ანაზღაურებად სტაჟირებას. შერჩეული კანდიდატები გაივლიან ტრენინგებსა და პრაქტიკას კომპანიის  სხვადასხვა სტრუქტურულ ერთეულში როგორიც მაგ:

  • შრომის უსაფრთხოება
  • მაღალი ძაბვის ქვესადგურების ექსპლუატაცია
  • დაბალი ძაბვის ქსელის მართვა
  • სარელეო დაცვა და დიაგნოსტიკა
  • ელ. გადამცემი ხაზების და მოწყობილობების პროექტირება/ექსპლუატაცია
  • გენერაცია (ჰიდროელექტრო სადგურები)
  • ოპერატიული მართვა (სადისპეტჩერო)
  • აბონენტთა ურთიერთობა (ქოლ ცენტრი)
  • ფინანსური 
  • ლოგისტიკა
  • იურიდიული

პროგრამის წარმატებით დასრულების შემთხვევაში, საუკეთესო სტუდენტებს/კანდიდატებს  მიეცემათ კომპანიაში დასაქმების შესაძლებლობა.

ლოკაცია: კომპანიის სათაო ოფისი (თბილისი) და რეგიონული ფილიალები და ასევე ჰიდროელექტროსადგურები.

პროგრამა მოიცავს: თეორიულ და პრაქტიკულ სწავლებებს, პროექტების მომზადებას, უშუალო სამუშაო პროცესებში ჩართულობას. სტაჟირების პროგრამას გაუძღვებიან კომპანიის, სხვადასხვა მაღალკვალიფიციური პროფესიონალები. 

პროგრამაში ჩართვის, ძირითადი მოთხოვნები:

  • დამამთავრებელი კურსის სტუდენტი, ან კურსდამთავრებული 
  • კომუნიკაბელურობა
  • გუნდური მუშაობის უნარი
  • მაღალი მოტივაცია
  • კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად
  • ინგლისური ან/და რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად

დაინტერესებულ პირებს, რომლებიც აკმაყოფილებენ მოთხოვნებს შეუძლიათ  გამოაგზავნონ CV შემდეგ მისამართზე: [email protected]

რეგისტრაციის ბოლო ვადა: 2024 წლის 12 ივნისი

Message body empty