სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

შემოსავლების სამსახური - სტაჟირება აუდიტის დეპარტამენტში

დეპარტამენტი
გამოცხადების თარიღი 31 მაისი, 2024
ბოლო ვადა 28 ივნისი, 2024

შემოსავლების სამსახური არის საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი, სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც თავის უფლებამოსილებას ახორციელებს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე. ჩვენი მისიაა საგადასახადო და საბაჟო კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულებების შესრულების უზრუნველყოფა, ნებაყოფლობითი კანონშესაბამისობის ხელშეწყობით და სამართალდარღვევებზე შესაბამისი რეაგირების ღონისძიებების განხორციელებით.

ფუნქციები:

პროფესიული განვითარების, პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავების მიზნით, სტაჟიორი მონაწილეობას მიიღებს აუდიტის დეპარტამენტის საგადასახადო შემოწმების სამმართველოს მიერ განხორციელებულ საქმიანობაში:

  • კამერალური და გასვლითი საგადასახადო შემოწმებებში მონაწილეობა;
  • გადამხდელთან პირველადი გასაუბრება/ინტერვიუ საქმიანობის შესახებ ინფორმაციის მისაღებად, აუდიტორებთან ერთად;
  • გადამხდელის მიერ წარმოსადგენი ინფორმაციის მოწოდების უზრუნველყოფა და ვადების კონტროლი;
  • გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ფინანსური დოკუმენტაციის ელექტრონულ ბაზებში გადამოწმება, ბუღალტრული აღრიცხვის დოკუმენტების ანალიზი და გადამხდელის მიერ წარმოდგენილ დეკლარაციებთან შედარება;
  • კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში მიმდინარე საგადასახადო დავებში მონაწილეობა ან/და საგადასახადო დავებთან დაკავშირებით დავის განმხილველი ორგანოს მხრიდან მოთხოვნილი ინფორმაციის მომზადება და მიღებული გადაწყვეტილებების აღსრულება;
  • დეპარტამენტის ხელმძღვანელობის სხვა დავალებებისა და მითითებების შესრულება.

მინიმალური განათლება - სტუდენტი

საკონკურსო თემატიკა:

  • საქართველოს კონსტიტუცია;
  • საქართველოს საგადასახადო კოდექსი - (თავი: I-IX;  XXXVIII );
  • „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონი (თავი: I, II );
  • საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი  (თავი: I, IV );
  • საქართველოს კანონი „შემოსავლების სამსახურის შესახებ“;
  • ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე" შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 ივნისის №2742 ბრძანება (დანართი 8).

დამატებითი მოთხოვნები

  • უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების/სამართლის/სოციალური მეცნიერებების (ეკონომიკა) მიმართულებით ან ამ მიმართულებით ბაკალავრიატის აკრედიტებული საგანმანათლებლო პროგრამის დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
  • სასურველია ბუღალტრული აღრიცხვის პრინციპებისა და საერთაშორისო სტანდარტების ცოდნა;
  • სასურველია ბუღალტრული აღრიცხვის პროგრამების ცოდნა;
  • კომპიუტერული საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ფლობა;

- - - - - - - - - - - - - - - -

  • გადაწყვეტილების მიღება;
  • გუნდურობა;
  • ანალიტიკური აზროვნება;
  • განვითარებაზე ზრუნვა.

დაინტერესების შემთხვევაში, დამატებითი ინფორმაცია ვაკანსიის შესახებ იხილეთ ბმულზე: https://www.hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/85898?active=1 

Message body empty