სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

აუდიტორული და საკონსულტაციო კომპანია "Loialte" აცხადებს სტაჟირებას „ბიზნეს კონსულტანტის“ პოზიციაზე თბილისში

დეპარტამენტი
გამოცხადების თარიღი 29 მაისი, 2024
ბოლო ვადა 09 ივნისი, 2024

,,Loialte" ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი ქართული ბრენდია. კომპანია მომხმარებელს სთავაზობს აუდიტორულ და საკონსულტაციო სერვისებს (www.loialte.com.ge)

,,Loialte" პირველი ქართული ბრენდია მის სფეროში, რომელიც ფლობს ISO 9001:2015 (ხარისხის მართვის სისტემები) სერტიფიკატს, რაც ადასტურებს იმას, რომ ,,Loialte"-ში დანერგილია ხარისხის მართვის იმგვარი სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს საერთაშორისო დონის და უმაღლესი ხარისხის მომსახურების მიწოდებას მომხმარებლისთვის. ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: 

ბიზნეს გეგმების მომზადება, რომელიც მოიცავს:

  • დამკვეთის ბიზნესის შესწავლა, ინფორმაციის მოგროვება და ანალიზი;
  • ბაზრის კვლევა და ამის საფუძველზე ბაზრის ანალიზის მომზადება;
  • მარკეტინგული და გაყიდვების სტრატეგიის მომზადება;
  • ორგანიზაციის სტრუქტურის განსაზღვრა და მომზადება;
  • ნებისმიერი სხვა ინფორმაციის დამუშავება და მომზადება, რაც რელევანტური იქნება დამკვეთის სფეროსთვის.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • განათლება ბიზნესისა და მენეჯმენტის მიმართულებით (განიხილება დამამთავრებელი კურსის სტუდენტი);
  • უცხო ენების ცოდნა - ინგლისური - სავალდებულო (სხვა ენების ფლობა ჩაითვლება უპირატესობად);
  • საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ფლობა.

უნარები:

  • ანალიტიკური უნარები;
  • ლოგიკური აზროვნება; 
  • დეტალებზე ორიენტირებულობა; 
  • მოტივაციის მაღალი ხარისხი.

სამუშაო პირობები:

  • გამოსაცდელი ვადა: 3 თვე
  • სამუშაო განაკვეთი: სრული
  • სამუშაო დღეები: ორშაბათი-პარასკევი
  • სამუშაო საათები: 09:00-18:00
  • ანაზღაურება: განიხილება ინდივიდუალურად. 

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე ელფოსტაზე: [email protected]. სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება „ბიზნეს კონსულტანტი“ და ვაკანსიის ადგილმდებარეობა.

Message body empty