სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

თეგეტა მოტორსი - სექტორის მენეჯერი

დეპარტამენტი
გამოცხადების თარიღი 22 ივლისი, 2024
ბოლო ვადა 31 ივლისი, 2024

"თეგეტა მოტორსისგუნდი აცხადებს ვაკანსიას სექტორის მენეჯერის პოზიციაზე 

თუ ფიქრობ, რომ შეგიძლია:

  • სერვის ცენტრში მომსახურების მისაღებად შემოსულ მომხმარებელთან კომუნიკაციის პროცესის წარმართვა;
  • შესაბამისი სტანდარტების მიხედვით სატრანსპორტო საშუალებისთვის ჩასატარებელი საჭირო სამუშაოების დაგეგმვა;
  • შეთავაზებულ მომსახურებაზე,მომხმარებლის თანხმობის შემთხვევაში, სერვისის პროცესის წარმართვა და მონიტორინგი;
  • სექტორის საქმიანობასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარმოება და პროგრამულად რეგისტრირება;
  • რთული ან არასტანდარტული პრობლემის დაფიქსირებისას მექანიკოსის კონსულტირება პროცესის ოპტიმალურად დაგეგმვის მიზნით;
  • დაქვემდებარებაში მყოფი თანამშრომლებისთვის მომხმარებლისგან მიღებული შეფასებების განხილვა შემდგომი რეკომენდაციების გაცემის მიზნით;
  • სექტორში მომუშავე პერსონალის მიერ შესრულებული სამუშაოს ხარისხის კონტროლი და მომსახურების სტანდარტის გაუმჯობესებაზე ზრუნვა;
  • სხვადასხვა დეპარტამენტთან ან განყოფილებასთან თანამშრომლობა პროცესის ხარისხიანად და დროულად წარმართვის მიზნით;

თუ სხვებისგან გამოგარჩევს:

  • გუნდის მართვის უნარი;
  • პროცესის ეფექტიანად წარმართვის უნარი;
  • ანალიტიკური აზროვნების უნარი;
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • დროის სწორად განაწილების უნარი;

თუ ჩვენს საკვალიფიკაციო მოთხოვნებს აკმაყოფილებ:

  • სასურველია, ავტოსფეროში სერვისის მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება ამავე ან მსგავს პოზიციაზე;
  • რომელიმე უცხო ენის ცოდნა;
  • B კატეგორიის მართვის მოწმობის ფლობა;
  • კომპიუტერული და საოფისე პროგრამების ცოდნა;

მაშინ, ჩვენ შენ გეძებთ.

თეგეტაში დაგხვდება:

  • პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდი და მეგობრული გარემო;
  • პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობა;
  • სამედიცინო დაზღვევა;
  • სხვადასხვა ტიპის კორპორაციული შეთავაზებები და ფასდაკლებები;
  • მრავალფეროვანი ტრენინგები და სასწავლო პროგრამები.

განაცხადის გასაგზავნად გადადით ბმულზე: https://jobs.pointer.ge/tegeta-motors/detail-view?vacancyId=626 

Message body empty