სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

Citycom - გაყიდვების ასისტენტი

დეპარტამენტი
გამოცხადების თარიღი 03 ივლისი, 2024
ბოლო ვადა 31 ივლისი, 2024

თუ ამას კითხულობ, ეს იმას ნიშნავს, რომ მზად ხარ სიახლეებისა და დიდი მოგზაურობისთვის. ვეძებთ გაყიდვების ასისტენტს. თუ ხარ ორგანიზებული და დეტალების მიმართ ყურადღებიანი, მაშინ ეს ვაკანსია შენთვისაა.

ჩვენ შესახებ:

სითიქომი არის კორპუსის „ციფრულ ყულაბა“, რომლის დახმარებითაც აგროვებთ თანხას მარტივად და დროულად, შემდგომ კი ყველასათვის გამჭვირვალედ განკარგავთ პროცესებს, როგორიც არის ლიფტის მომსახურება, სადარბაზოს დასუფთავება, კორპუსის კეთილმოწყობა და სხვა საჭირო სერვისები.

ძირითადი ფუნქციები მოიცავს:

  • პოტენციურ მომხმარებელთა (ე.წ. ლიდები) კვალიფიკაციის შეფასება
  • თითოეული შენობისთვის ინდივიდუალიზებული შეთავაზებების მომზადება, რომლებიც მორგებულია სპეციფიკურ საჭიროებებზე
  • მომხმარებლებთან სატელეფონო და პირისპირ კომუნიკაცია
  • განრიგით გათვალისწინებული გამავალი ზარების განხორციელება ყოველდღიურად

რას გთავაზობთ:

სამუშაო დრო: ორშაბათი-პარასკევი, 15:00-21:00

პროფესიული ზრდისა და კარიერული განვითარების შესაძლებლობა

მდებარეობა: თბილისი, გიორგი დანელიას 23 

ენები: ქართული, ინგლისური

რეზიუმეს ასატვირთად ეწვიეთ ბმულს:  https://link.citycom.ge/salesassistant

გაცნობებთ, რომ სითიქომში შენი პერსონალური მონაცემების გადმოგზავნით ნებას გვრთავ, რომ შენ მიერ მოწოდებული ინფორმაცია დავამუშაოთ, გავუზიაროთ მესამე პირ(ებ)საც და შევინახოთ ის კანონით განსაზღვრული ვადით. მონაცემების დამუშავება ემსახურება მხოლოდ იმ მიზანს, რომ დავადგინოთ შენი კანდიდატურის შესაბამისობა ჩვენ მიერ გამოცხადებულ ვაკანსიაზე.

Message body empty