სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

სასტუმრო ,,სტამბა’’ აცხადებს ვაკანსიას რეგისტრატორის პოზიციაზე

დეპარტამენტი
გამოცხადების თარიღი 28 ივნისი, 2024
ბოლო ვადა 18 ივლისი, 2024

სასტუმრო ,,სტამბა’’ აცხადებს ვაკანსიას რეგისტრატორის პოზიციაზე. 

სამუშაო ადგილი: თბილისი, კოსტავას N14

სამუშაო განაკვეთი: სრული

ძირითადი მოვალეობები:

  • ყოველ დილით სტუმრების სიის და მათი მოთხოვნების შემოწმება;
  • ყოველი ცვლის დასაწყისში პროგრამაში დატოვებული ინფორმაციის შემოწმება; 
  • ოთახების დასუფთავების დროების სიის დალაგება; 
  • სტუმართან თავაზიანი შეხვედრა. რეგისტრაციის პროცედურის განხორციელება ყველა წესის დაცვით;
  • სტუმრის შესახებ არსებული და დამატებითი ინფორმაციის პროგრამაში შეყვანა; 
  • სტუმრებზე არსებული ინფორმაციის კონფიდენციალურობის უზრუნველყოფა; 
  • სტუმრების მიერ ანგარიშების დროულად დახურვის უზრუნველყოფა; 
  • გამსვლელთა სიის ანგარიშების წარმოება; 
  • სტუმრისგან საჩივრის მიღების შემთხვევაში მისი გადაჭრის გზების მოძიება და უმოკლეს ვადაში პრობლემის მოგვარების სტატუსის შემოწმება; 
  • სტუმრებისთვის ინფორმაციის მიწოდება, ქალაქის ღირსშესანიშნაობების შესახებ; 
  • სტუმრის დახვედრისა და გაცილების უზრუნველყოფა, სასტუმროში და მის გარეთ;

საჭირო უნარები:

  • ქართული, ინგლისური ენის ცოდნა
  • კომუნიკაციის უნარი;
  • პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა.

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: https://wrk.ge/NtAcl2WUVN

კომპანია იზიარებს გაეროს იდეალებს ადამიანის უფლებების, შრომითი უფლებებისა და ანტიკორუფციული თუ გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ. ჩვენ ვემიჯნებით ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას როგორც ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნების და შერჩევის ეტაპზე, ისე შრომითი ურთიერთობის ფარგლებში.

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, შპს „აჭარა კოლექტივ მენეჯმენტმა“  მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შეაგროვოს, დაამუშავოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.

Message body empty