სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

“Loyal Partners” - უმცროსი ბუღალტერი

დეპარტამენტი
გამოცხადების თარიღი 21 ივნისი, 2024
ბოლო ვადა 28 ივნისი, 2024

კომპანია “Loyal Partners” აცხადებს ვაკანსიას უმცროსი ბუღალტრის პოზიციაზე.

“ლოიალ ფართნერსი” სწრაფად მზარდი აუდიტორული და საკონსულტაციო კომპანიაა, რომელიც 130-ზე მეტ პარტნიორს უწევს მაღალკვალიფიციურ ფინანსურ მომსახურებას.

სამუშაო პირობები:

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ვაჟა-ფშაველას 45

სამუშაო გრაფიკი: 10:00-18:00, ორშაბათი-პარასკევი

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება ფინანსების მიმართულებით სრული/არასრული;
  • მთავარი ბუღალტრის ასისტენტად ან უმცროს ბუღალტრად მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
  • საბუღალტრო პროგრამა Balance-ში მუშაობის გამოცდილება;
  • საოფისე კომპიუტერული  პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა (Excel).
  • ინგლისური ენის ცოდნა;

ფუნქცია-მოვალეობები :

  • საბუღალტრო გატარებების დარეგისტრირება;
  • საგადასახადო და საპენსიო დეკლარაციების მომზადებაში მონაწილეობის მიღება;
  • საბანკო გადარიცხვების წარმოება;
  • პირველადი საბუღალტრო დოკუმენტების წარმოება;
  • ფინანსური რეპორტების მომზადებაში მონაწილეობის მიღება.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • დროის მართვის უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • განვითარებაზე ორიერტირებულობა;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ.ფოსტაზე: [email protected] და სათაურის (subject) ველში მიუთითოთ პოზიცია „უმცროსი ბუღალტერი“.

Message body empty