სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

"Loialte" - ქოლ-ცენტრის ოპერატორი

დეპარტამენტი
გამოცხადების თარიღი 14 ივნისი, 2024
ბოლო ვადა 28 ივნისი, 2024

აუდიტორული და საკონსულტაციო კომპანია "Loialte" აცხადებს ვაკანსიას „ქოლ-ცენტრის ოპერატორის“ პოზიციაზე თბილისში.

"ლოიალტე" ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი ქართული ბრენდია. კომპანია მომხმარებელს სთავაზობს აუდიტორულ და საკონსულტაციო სერვისებს (www.loialte.com.ge) „ლოიალტე“ პირველი ქართული ბრენდია მის სფეროში, რომელიც ფლობს ISO 9001:2015 (ხარისხის მართვის სისტემები) სერტიფიკატს, რაც ადასტურებს იმას, რომ „ლოიალტე“-ში დანერგილია ხარისხის მართვის იმგვარი სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს საერთაშორისო დონის და უმაღლესი ხარისხის მომსახურების მიწოდებას მომხმარებლისთვის.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • პოტენციური კლიენტების მოძიება და კომპანიის მომსახურებების შეთავაზება;
  • კლიენტების ბაზების ფორმირების, დამუშავებისა და ანალიზის პროცესში ჩართულობა;
  • პოტენციურ კლიენტებთან სატელეფონო ზარების განხორციელება;
  • პოტენციურ კლიენტებთან შეხვედრების ჩანიშვნა .


საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • საოფისე პროგრამების (MS Office) მაღალ დონეზე ცოდნა;
  • სასურველია განათლება ფინანსების მიმართულებით.

პიროვნული თვისებები:

  • პასუხისმგებლობა;
  • ანალიტიკური აზროვნება;
  • ორგანიზებულობა;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • გუნდური მუშაობა.

სამუშაო პირობები:

გამოსაცდელი ვადა: 6 თვე

სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი

სამუშაო დღეები: ორშაბათიდან-პარასკევამდე

სამუშაო საათები: 10:00-19:00.

ადგილმდებარეობა: თბილისი , სააკაძის დაღმართი ,, ბიზნეს ცენტრი ატრიუმი ‘’.

ანაზღაურება: 500 ლარი.

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე ელფოსტაზე: [email protected]. სათაურის ველში

მიუთითეთ ქოლ-ცენტრის ოპერატორი.

Message body empty