სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

საქართველოს იუსტიციის სამინისტრო - ანალიტიკური დეპარტამენტის სოციოლოგი

დეპარტამენტი
გამოცხადების თარიღი 14 ივნისი, 2024
ბოლო ვადა 30 ივნისი, 2024

საქართველოს იუსტიციის სამინისტროში გამოცხადდა კონკურსი ანალიტიკური დეპარტამენტის სოციოლოგის პოზიციაზე.

ორგანიზაციის შესახებ

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საკვანძო როლი ეკისრება ქვეყნის დემოკრატიულ საწყისებზე მოწყობასა და სამართლებრივი სისტემის განვითარებაში. იუსტიციის სამინისტროს მისია და ძირითადი ფუნქციებია: სამართლებრივი სახელმწიფოს ჩამოყალიბება და განვითარება; ადამიანის უფლებების დაცვა; კანონიერებისა და საჯარო წესრიგის უზრუნველყოფა; სახელმწიფოს კანონიერი ინტერესების წარმოდგენა და დაცვა; საზოგადოებრივი მართლშეგნების ამაღლება; მოქალაქეზე ორიენტირებული თანამედროვე და ხელმისაწვდომი სერვისების მიწოდება.

შერჩევის პროცესში მონაწილე ყველა კანდიდატი თანასწორია, განურჩევლად რასის, კანის ფერის, სქესის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური და სხვა სახის შეხედულებების, ეროვნული თუ სოციალური წარმომავლობის, ქონებრივი, წოდებრივი თუ სხვა მდგომარეობისა; ასევე, ნასამართლობის (გარდა განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლობისა) მიუხედავად.

კატეგორია: კვლევა და ანალიზი

განცხადების ბოლო ვადა: 24.06.2024

თანამდებობრივი სარგო: 2552 ლარი

სამსახურის ადგილმდებარეობა: თბილისი

სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი

ფუნქციები:

  • კვლევითი პროექტების კოორდინაცია და მართვა;
  • კვლევითი პროექტების განხორციელება რაც გულისხმობს, კვლევის დიზაინისა და მეთოდოლოგიის მომზადებას, მონაცემთა შეგროვებასა და ანალიზს შესაბამისი მეთოდების გამოყენებით;
  • საერთაშორისო კვლევების მეთოდოლოგიის ანალიზი;
  • არსებული საერთაშორისო კვლევების შედეგების მეორეული გადამუშავება და ანალიზის მომზადება;
  • სხვადასხვა მასალისა და მეორადი მონაცემების დამუშავება და ანალიზი, მათ შორის სტატისტიკურ მონაცემთა გადამუშავება;
  • ვიზუალურად გამართული ანგარიშის მომზადება შესაბამისი მონაცემთა ანალიზის, გრაფიკებისა და ტექსტის შემუშავებით;
  • კვლევის შედეგების პრეზენტაციების მომზადება და ჩატარება;
  • სამინისტროს პროექტებისათვის მონიტორინგისა და შეფასების დიზაინის და მეთოდოლოგიის მომზადება;
  • სტატიებისა და პუბლიკაციების მომზადება;
  • კვლევის შედეგებსა და არსებული პროექტების მონიტორინგისა და შეფასების საფუძველზე მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით დასკვნითი რეზიუმეების (ე.წ. „Learning Brief“-ების) მომზადება;
  • ახალი იდეების გენერირება და ახალი ინიციატივების დანერგვის ხელშეწყობა;
  • დეპარტამენტის მიზნებსა და ამოცანებთან დაკავშირებული სხვა საქმიანობის განხორციელება.

მოთხოვნები

მინიმალური განათლება: ბაკალავრი

სამუშაო გამოცდილება: 2 წელი

დაინტერესების შემთხვევაში, დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვაკანსიის ბმულს: https://www.hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/86296?active=1 

Message body empty