სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

უნივერსიტეტი

პირველკურსელთა რეგისტრაცია

30 სექტემბერი, 2024

2024-2025 სასწავლო წლის პირველკურსელთა რეგისტრაცია განხორციელდება ორ ეტაპად:

პირველი ეტაპი: პირველკურსელმა უნდა გაიაროს ელექტრონული რეგისტრაცია abi.seu.edu.ge (სეუ-ში მოსვლის გარეშე), რომელიც დაიწყება 4 სექტემბრის 15:00 საათიდან და დასრულდება 13 სექტემბერს 18:00 საათზე.

ელექტრონული რეგისტრაციის დაწყებამდე გადახდილი უნდა გქონდეთ სწავლის საფასურის პირველადი შესატანი შემდეგი პრინციპით: 

  • 100%-იანი სახელმწიფო სასწავლო გრანტის მფლობელი -   0 ლარი
  • მედიცინისა ერთსაფეხურიანი ინგლისურენოვანი პროგრამის სტუდენტებისათვის -   499 ლარი
  • მონაცემთა მეცნიერება და ხელოვნური ინტელექტის და ბიზნესის ადმინისტრირების (ინგლისურენოვანი) პროგრამის სტუდენტებისათვის -   369 ლარი 
  • სამართლის, ბიზნესის ადმინისტრირების, ინფორმაციული ტექნოლოგიების, მენეჯმენტის, საერთაშორისო ურთიერთობებისა და ფსიქოლოგიის პროგრამის სტუდენტებისათვის -   349 ლარი
  • ტურიზმის, ფინანსებისა და ჟურნალისტიკის პროგრამის სტუდენტებისათვის -   329 ლარი

სწავლის საფასურის გადახდა შესაძლებელია საქართველოს ბანკში, მობაილ ბანკით ან ნებისმიერი სწრაფი გადახდის აპარატით. 

სწრაფი გადახდის აპარატით/მობაილ ბანკით გადახდის შემთხვევაში უნდა მოძებნოთ განათლება>სეუ>სწავლის საფასური და პირადი ნომრით შეძლებთ გადახდას. 

მეორე ეტაპი: მოიცავს უნივერსიტეტში მოსვლას 10 სექტემბრიდან 17 სექტემბრის ჩათვლით (შაბათ-კვირის გარდა), წინასწარ განსაზღვრულ დროს (მისამართი: თბილისი, წინანდლის ქ. №9; მეტრო - 300 არაგველი) და ხელშეკრულების გაფორმებას.

სეუ-ში მოსვლის დროს პირველკურსელებმა თან უნდა იქონიოთ: 

  • პირადობის მოწმობა (ასლი) ან პასპორტი (ასლი);
  • საშუალო განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი (ატესტატის დედანი) ან ნოტარიულად დამოწმებული ასლი;
  • ფოტო 3x4 (CD);
  • სამხედრო აღრიცხვის მოწმობის ასლი (ვაჟებისთვის);
  • ოქროს/ვერცხლის მედალოსნობის შემთხვევაში მედლის ფლობის დამადასტურებელი ცნობა;
  • საინგილოში მცხოვრებმა სტუდენტებმა პასპორტის და ატესტატის ქართულად ნათარგმნი ნოტარიულად დამოწმებული ასლი;
  • დევნილის სტატუსის არსებობის შემთხვევაში - დევნილის მოწმობა (ასლი);
  • არასრულწლოვანი პირველკურსელის შემთხვევაში, სტუდენტის დაბადების მოწმობა და მშობლის პირადობის მოწმობა, ან მეურვის პირადობის მოწმობა და ნოტარიულად დამოწმებული მინდობილობა; 
  • რეგისტრაციის გავლის დროს არასრულწლოვან პირველკურსელს თან უნდა ახლდეს ერთ-ერთი მშობელი ან მეურვე.


ადგილზე რეგისტრაციის თარიღს (რიცხვი და საათი) ირჩევთ ელექტრონულ ბაზაში (abi.seu.edu.ge) მითითებული თარიღების მიხედვით, თქვენს მიერ სასურველ დროს.

სწავლა დაიწყება 30 სექტემბერს!

გისურვებთ წარმატებას!

Message body empty