SEU-ს ინფორმაციული ტექნოლოგიების, ასევე მონაცემთა მეცნიერებისა და ხელოვნური ინტელექტის პროგრამის პირველი კურსის სტუდენტები თელავის ტექნოპარკში საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) ორგანიზებით გამართულ კონკურსში "Smart Stay ჰაკათონი: ინოვაციები სასტუმრო ბიზნესში” გახდნენ ორი კომპანიის Silk Hospitality და სასტუმრო "ეპიზოდი"-ს, რჩეულები.
ჩვენმა სტუდენტებმა შექმნეს პროექტი - StayMate, ციფრული კონსიერჟი სასტუმროებისთვის. კომპანიები კი ხელს შეუწყობენ პროექტის განვითარებაში.
პროექტში მონაწილეობდა 18 გუნდი მთელი საქართველოდან. პროექტის მიზანი იყო სასტუმროების სექტორის გაციფრულება/ავტომატიზაცია, ინოვაციური სტარტაპ პროექტების შექმნა და ტექნოლოგიური პროტოტიპების შემუშავება.