სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

უნივერსიტეტი

SEU-ს მონაწილეობით საერთაშორისო პროექტმა დაფინანსება მოიპოვა

08 აგვისტო, 2024

SEU-ს მონაწილეობით საერთაშორისო პროექტმა - "ზრუნვა ხვალინდელ დღეზე: მდგრადი განვითარების 17 მიზნის ინტეგრირება უმაღლეს განათლებაში“ მოიპოვა დაფინანსება.

პროექტი განხორციელდება პოლონეთის აკადემიური გაცვლების სტრატეგიული პარტნიორობის პროგრამის ფარგლებში. მონაწილე უნივერსიტეტები:

  • რეიკიავიკის უნივერსიტეტი - ისლანდია;
  • საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი SEU;
  • ლაზარსკის უნივერსიტეტი - პოლონეთი.


შეგახსენებთ, რომ მდგრადი განვითარების მიზნები 17 მიზნისა და 169 ინდიკატორის ნაკრებია, რომლებზეც თანხმდება გაეროს ყველა წევრი ქვეყანა უკეთესი და უფრო მდგრადი მომავლის მისაღწევად. ეს მიზნები თანამედროვე გლობალურ სამყაროში არსებულ გამოწვევებს ეხება: სიღარიბის, უთანასწორობის, კეთილდღეობის, მშვიდობისა და სამართლიანობის საკითხებს, ასევე კლიმატურ და ეკოლოგიურ გამოწვევებს.

აღნიშნული პროექტი, უზრუნველყოფს მდგრადი განვითარების კონცეფციის შესახებ ცნობიერების ამაღლებას სტუდენტებში, რაც ხელს შეუწყობს მათ ჩართულობას მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევაში.

Message body empty