სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

უნივერსიტეტი

სამაგისტრო პროგრამაზე ჩარიცხვის მსურველთა საყურადღებოდ

21 აგვისტო, 2024

საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი SEU აცხადებს მიღებას 2024-2025 სასწავლო წელს შემდეგ სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამებზე:

  • სამართალი
  • ადამიანური რესურსების მართვა
  • საბანკო საქმე
  • განათლების ადმინისტრირება
  • სოციალური ფსიქოლოგია
  • კლინიკური ფსიქოლოგია
  • ბიზნესის ადმინისტრირება (ქართულენოვანი)
  • ბიზნესის ადმინისტრირება (ინგლისურენოვანი)
  • მონაცემთა მეცნიერება
  • ფინანსური ტექნოლოგიები (ფინტექი)
  • ბიზნეს ანალიტიკა


SEU-ს სამაგისტრო პროგრამაზე ჩარიცხვის მსურველ კანდიდატთა საბუთების მიღება იწარმოებს 2024 წლის 
26 აგვისტოდან 25 სექტემბრის ჩათვლით (შაბათ-კვირის გარდა) 10:00 საათიდან 19:00 საათამდე,  ორ ეტაპად: 

  • პირველი ეტაპი: 2024 წლის 26 აგვისტოდან - 10 სექტემბრის ჩათვლით;
  • მეორე ეტაპი: 2024 წლის 16 სექტემბრიდან - 25 სექტემბრის ჩათვლით.

რეგისტრაცია მეორე ეტაპზე გაგრძელდება იმ შემთხვევაში, თუ პირველი ეტაპის დასრულების შემდეგ დარჩება ვაკანტური ადგილები.


წარმოსადგენი დოკუმენტები

SEU-ს სამაგისტრო პროგრამაზე ჩარიცხვის მსურველმა კანდიდატებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტაცია:

  • განცხადება რექტორის სახელზე (ივსება ადგილზე);
  • პირადობის მოწმობა (ასლი);
  • ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი ან ნოტარიულად დამოწმებული ასლი (შესაძლებელია ბაკალავრის აკადემიური ხარისხის მინიჭების თაობაზე დაწესებულების მიერ გაცემული ცნობის წარმოდგენა, დროებით/გონივრული ვადით);
  • სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (მხოლოდ კანონმდებლობით დადგენილი წესით სამხედრო აღრიცხვას დაქვემდებარებული პირებისთვის);
  • ფოტოსურათის (3X4) ელექტრონული ვერსია;
  • საერთო სამაგისტრო გამოცდის საგამოცდო ბარათი (ამონაბეჭდი საიტიდან - www.naec.ge);
  • საერთო სამაგისტრო გამოცდის შედეგები (ამონაბეჭდი საიტიდან - www.naec.ge);
  • უცხო ენის ენობრივი კომპეტენციის (B2 დონე) დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

საგამოცდო საკითხები

სამართალიადამიანური რესურსების მართვაგანათლების ადმინისტრირებასოციალური ფსიქოლოგიაკლინიკური ფსიქოლოგიაბიზნესის ადმინისტრირება (ქართულენოვანი)ბიზნესის ადმინისტრირება (ინგლისურენოვანი)მონაცემთა მეცნიერებასაბანკო საქმებიზნეს ანალიტიკაფინტექიBusiness AnalyticsFintech

შიდა საუნივერსიტეტო გამოცდები

გამოცდები ჩატარდება რეგისტრაციის პარალელურად, მაგისტრანტობის კანდიდატისათვის ნებისმიერ სასურველ დღეს - 10:00 საათიდან 20:00 საათამდე, SEU-ს საგამოცდო ცენტრში, გარდა მონაცემთა მეცნიერების სამაგისტრო პროგრამის სპეციალობის გამოცდისა, რომელიც ჩატარდება კონკრეტულ დროს და რომლის შესახებაც ინფორმაციას მიიღებთ წინასწარ, მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით.

საუნივერსიტეტო სამაგისტრო გამოცდა ჩატარდება:

  • გამოცდა სპეციალობაში
  • გამოცდა ინგლისურ ენაში (მხოლოდ სამართლის სამაგისტრო პროგრამაზე ჩაბარების მსურველთათვის შესაძლებელია ინგლისურის გარდა გერმანული ან ფრანგული ენის ჩაბარება)

თითოეული გამოცდის მინიმალური კომპეტენციის ზღვარია 51%.

მაგისტრანტობის კანდიდატებთან, რომლებმაც ჩააბარეს შიდა გამოცდები (გადალახეს მინიმალური კომპეტენციის ზღვარი), იგზავნება შეტყობინება SEU-ს სახელით ან/და სია ქვეყნდება ვებგვერდზე (პერსონალურ მონაცემთა დაცვით), რეგისტრაციის დასრულებიდან სამი დღის ვადაში.

შიდა გამოცდების შედეგების გამოცხადების შემდეგ, მაგისტრანტობის კანდიდატს შეუძლია გაასაჩივროს შეფასების შედეგები, გამოქვეყნებიდან სამი დღის ვადაში.

გასაჩივრების პროცედურების დასრულების შემდეგ გამოვლინდება მაგისტრატურაში ჩასარიცხ კანდიდატთა ვინაობა, რომლებმაც საერთო სამაგისტრო გამოცდისა და SEU-ს შიდა გამოცდების შედეგების საფუძველზე უფლება მოიპოვეს სწავლა გააგრძელონ SEU-ს შესაბამის მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამაზე.

მაგისტრატურაში ჩარიცხვა ფორმდება რექტორის ერთიანი აქტით, რომელიც გამოიცემა მაგისტრატურაში მისაღები საერთო სამაგისტრო გამოცდისა და SEU-ს შიდა გამოცდების შედეგების მიხედვით შედგენილი რანჟირების დოკუმენტის საფუძველზე და მაგისტრანტობის კანდიდატთან ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ.

მაგისტრანტობის კანდიდატი, რომელიც არ გააფორმებს ხელშეკრულებას, SEU-ში არ ჩაირიცხება და მის ადგილს დაიკავებს რანჟირების დოკუმენტით დაგროვებული ქულების რაოდენობის მიხედვით მომდევნო კანდიდატი.

საბუთების მიღება იწარმოებს შემდეგ მისამართზე: თბილისი, წინანდლის ქ.N17 (მეტრო 300 არაგველის მიმდებარედ), SEU-ს ახალი კამპუსი, პირველი სართული.

სამაგისტრო პროგრამაზე ჩარიცხულ მაგისტრანტებს SEU სთავაზობს ფინანსური შეღავათის სპეციალურ სისტემას - იხილეთ ბმული: https://www.seu.edu.ge/ka/657/

სწავლის საფასური სპეციალობების მიხედვით: იხილეთ ბმული: https://www.seu.edu.ge/ka/1703/ 

Message body empty