სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

უნივერსიტეტი

SEU-ში საზაფხულო სკოლის - „ევროპის მწვანე შეთანხმება - სამართლებრივი პერსპექტივები“, დახურვის ცერემონია გაიმართა

29 ივლისი, 2024

26 ივლისს, საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტ SEU-ში საზაფხულო სკოლის - „ევროპის მწვანე შეთანხმება - სამართლებრივი პერსპექტივები“, დახურვის ცერემონია გაიმართა.

საზაფხულო სკოლა 5 დღის განმავლობაში გრძელდებოდა და მასში მონაწილეობას იღებდნენ საქართველოს სხვადასხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტები. შეხვედრების ფარგლებში, მონაწილეებმა მოისმინეს ქართველი და საერთაშორისო ექსპერტების ლექციები ევროპის მწვანე შეთანხმებასთან დაკავშირებულ ძირითად საკითხებზე. აგრეთვე, ისაუბრეს საქართველოში არსებული პოლიტიკის ჩარჩოს შესაბამისობაზე ევროკავშირის მწვანე შეთანხმების პოლიტიკასთან და იმ ძირითად ღონისძიებებზე, რომლებიც ამ მიმართულებით ხორციელდება.

საზაფხულო სკოლის დასასრულს სტუდენტებმა წარადგინეს პრეზენტაციები ევროპის მწვანე შეთანხმებასთან დაკავშირებულ თემებზე, შესაბამის სამართლებრივ ინსტრუმენტებსა და ინიციატივებზე, რის შემდეგაც მათ გადაეცათ სერტიფიკატები.

საზაფხულო სკოლის ფარგლებში, ლექციებს კითხულობდნენ როგორც ქართველი, ისე საერთაშორისო ექსპერტები:

  • დოქტ. კურტ დეკეტელერე (ლიუვენის უნივერსიტეტი)
  • დოქტ. ირაკლი სამხარაძე (საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი SEU)
  • თამთა მარგველაშვილი (საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი SEU)
  • პროფ. დოქტ. ანა ფირცხალაშვილი (საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი SEU)
  • დოქტ. მატეო ფერმელია (ამსტერდამის უნივერსიტეტი)
  • გიგა გიგაშვილი (საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი SEU)
  • დოქტ.მარტინ დალი (ლაზარსკის უნივერსიტეტი)
  • დოქტ. მაკა ქარდავა (საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი SEU)

„ევროპის მწვანე შეთანხმება - სამართლიანი გარდაქმნა განათლებაში“ ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ჟან მონეს მოდულია, რომელიც საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი SEU-ს კოორდინირებით ხორციელდება და მისი მიზანია ევროპის კავშირის მწვანე შეთანხმების ძირითადი კომპონენტების კვლევა, სწავლება და ცნობიერების ამაღლება. პროექტი ასევე მოიცავს მწვანე პოლიტიკასთან დაკავშირებული ევროპული გამოცდილების გაზიარებას და საზოგადოებაში შესაბამისი ღირებულებების ჩამოყალიბების ხელშეწყობას.

Message body empty