24 ივლისს, საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტ SEU-ში გაიმართა საგრანტო პროექტის ,,ეკოლოგიური გამოწვევები და მედიის როლი“ შედეგების წარდგენა.
კვლევითი პროექტი განხორციელდა საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი SEU-ს სამეცნიერო საგრანტო პროექტის ფარგლებში. კვლევა შეეხო მედიის როლს ეკოლოგიური გამოწვევების დროს - გარემოსდაცვითი პრობლემებისა და ეკოლოგიური საკითხების სწორად და რელევანტურად გაშუქების აუცილებლობას მედიაში.
პროექტს ხელმძღვანელობდა SEU-ს პროფესორი, ჟურნალისტიკის პროგრამის ხელმძღვანელი თინათინ ზაქარაშვილი.