სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

უნივერსიტეტი

ლიუვენის უნივერსიტეტის პროფესორის, დოქტ. კურტ დეკეტელაერეს საპატიო დოქტორის წოდების მინიჭების ცერემონია SEU-ში

23 ივლისი, 2024

22 ივლისს, საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტ SEU-ში ვიცე-რექტორის სამეცნიერო-კვლევითი მიმართულებით  - პროფ. დოქტ. ანა ფირცხალაშვილის ინიციატივითა და SEU-ს აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებით, ლიუვენის უნივერსიტეტის პროფესორის, დოქტ. კურტ დეკეტელაერეს საპატიო დოქტორის წოდების მინიჭების ცერემონია გაიმართა.

პროფ. დეკეტელაერე არის სამართლის გამორჩეული ევროპელი სპეციალისტი და ექსპერტი ევროპის კავშირის კვლევისა და მდგრადობის მიმართულებით. იგი ასევე არის კვლევა-ინტენსიური ევროპული უნივერსიტეტების ლიგის გენერალური მდივანი.

ღონისძიებას ესწრებოდნენ საპატიო სტუმრები საქართველოს სხვადასხვა უმაღლესი დაწესებულებიდან. მათ ისაუბრეს პროფესორ დეკეტელაერეს მნიშვნელოვან როლზე როგორც ქართველი და ევროპელი მკვლევრების დაახლოების, ისე ერთობლივი საერთაშორისო პროექტების ხელშეწყობის მიმართულებით.

აღნიშნული ღონისძიება კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს პროფესორ დეკეტელაერეს განსაკუთრებულ როლს SEU-ს ინტერნაციონალიზაციის პროცესში. აგრეთვე, მან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა Erasmus+ ჟან მონეს მოდულის პროექტში - „ევროპის მწვანე შეთანხმება - სამართლიანი გარდაქმნა განათლებაში“, შესაბამისი თემების სწავლებისა და კვლევის მიმართულებით.

Message body empty