სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

უნივერსიტეტი

საგრანტო პროექტის ,,სასჯელმოხდილ პირთა გზამკვლევისა და მობილური აპლიკაციის შექმნა“ შედეგების წარდგენა SEU-ში

19 ივლისი, 2024

18 ივლისს, საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტ SEU-ში გაიმართა საგრანტო პროექტის ,,სასჯელმოხდილ პირთა გზამკვლევისა და მობილური აპლიკაციის შექმნა“ შედეგების წარდგენა.

ღონისძიებას ესწრებოდნენ იუსტიციის სამინისტროს ადმინისტრაციის და სსიპ დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები. 

გზამკვლევი შექმნილია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საგრანტო პროგრამის „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში ინოვაციური სერვისების დანერგვის ხელშეწყობა, ადამიანის უფლებათა დაცვის გაძლიერება და სამართლებრივი უსაფრთხოების განმტკიცება“ ფარგლებში. (საგრანტო ხელშეკრულების N. 03-001-2023).

პროექტს ხელმძღვანელობდა SEU-ს პროფესორი, ვიცე-რექტორი სამეცნიერო-კვლევითი მიმართულებით ანა ფირცხალაშვილი. ასევე ქალბატონი ანა და ბატონი გივი მიქანაძე არიან ტექსტის ავტორები.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის, რომ საგრანტო პროექტის ფარგლებში შექმნილ მობილურ აპლიკაციაზე “GZA”, მუშაობდნენ SEU-ს ინფორმაციული ტექნოლოგიების, ასევე მონაცემთა მეცნიერებისა და ხელოვნური ინტელექტის პროგრამის პირველი კურსის სტუდენტები: ნუგზარ ფერაძე, საბა ლომსაძე და ლევან ჯოხაძე. ხოლო ჯგუფს ხელმძღვანელობდა SEU-ს ტექ და სამეწარმეო ლაბორატორიის მენეჯერი ლევან ცერექაშვილი.

მობილური აპლიკაცია GZA ხელმისაწვდომია როგორც iOS, ისე Android მოწყობილობებისთვის. 

გზამკვლევისა და მობილური აპლიკაციის მიზანია, სასჯელმოხდილ პირს მარტივ და გასაგებ ენაზე მიაწოდოს ყველა ის ინფორმაცია, რომელიც ხელს შეუწყობს მათ დაუბრუნდნენ საზოგადოებას, მიიღონ სრულყოფილი ინფორმაცია ყველა შეთავაზებულ სერვისზე და წარმატებით გაიარონ რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის პროცესი, რათა საზოგადოების სრულყოფილ წევრებად იგრძნონ თავი.

Message body empty