13-14 ივლისს, საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი SEU-ს ინფორმაციული ტექნოლოგიების პროგრამის პირველი კურსის სტუდენტებმა: ზაალ ჭუმბურიძემ, ნუგზარ ფერაძემ და ლევან ჯოხაძემ გურჯაანის ტექნოპარკში საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) ორგანიზებით გამართულ კონკურსში “ღვინოთონი 3.0” გაიმარჯვეს და მოიპოვეს 10 000 ლარი გრანტის სახით, პროტოტიპის განვითარების მიზნით.
პროექტში მონაწილეობდა სხვადასხვა უნივერსიტეტის 21 გუნდი მთელი საქართველოდან. პროექტის მიზანი იყო:
ჩვენმა სტუდენტებმა შექმნეს პროექტი-Clean Clay, ქვევრის ნარჩენებისგან გასუფთავების თანამედროვე ტექნოლოგიების მოდელი.