სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

უნივერსიტეტი

SEU-ს სამეცნიერო ჟურნალი EBSCO-ს პრესტიჟულ აკადემიური ჟურნალების ბაზაში

15 ივლისი, 2024

საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი SEU-ს სამეცნიერო ჟურნალი „სოციალურ მეცნიერებათა ვექტორები“ განთავსდა EBSCO-ს პრესტიჟულ აკადემიური ჟურნალების ბაზაში.

“სოციალურ მეცნიერებათა ვექტორები“ ინტერდისციპლინური სამეცნიერო ჟურნალია, რომელშიც ქვეყნდება ნაშრომები სოციალური მეცნიერებების მიმართულებით, როგორც ქართველი, ისე საერთაშორისო მკვლევრებისა და პროფესორების ავტორობით.

EBSCO-ს ბაზა მოიცავს მაღალი ხარისხის სამეცნიერო ნაშრომებს, ელექტრონულ ჟურნალებსა და წიგნებს. აღნიშნულ ბაზას მსოფლიოს გარშემო იყენებენ მკვლევრები და აკადემიკოსები სხვადასხვა დისციპლინიდან, რათა ჰქონდეთ წვდომა მნიშვნელოვან კვლევებსა თუ სტატიებზე.

https://research.ebsco.com/c/ylm4lv/search/results?q=2960-9542&autocorrect=y&limiters=RV%3AY&resetPageNumber=true&searchSegment=all-results

Message body empty