სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

უნივერსიტეტი

SEU-ს ტრენერთა-ტრენინგი „თანატრენერობის უნარ-ჩვევებში"

06 ივლისი, 2024

1-5 ივლისს, საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტ SEU-ში განათლების ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებისთვის ჩატარდა ტრენერთა-ტრენინგების სერია „თანატრენერობის უნარ-ჩვევებში".

შეხვედრების ფარგლებში სტუდენტები გაეცნენ:

  • სწავლების ეფექტურ მეთოდებს;
  • შეფასების მეთოდებს;
  • აუდიტორიის მართვის ტექნიკებს;
  • კომუნიკაციისა და პრეზენტაციის ტექნიკებს;
  • ტრენინგის ორგანიზების და დაგეგმვის საკითხებს;
  • ფასილიტაციისა და თანატრენერობის ტექნიკებს.

ტრენინგს გაუძღვა:

  • ლია ანთაძე - განათლების ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელი;
  • გიორგი დონაძე - კლინიკური ფსიქოლოგიის სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელი.

ტრენინგის ფარგლებში ჩატარდა სამი შეხვედრა, ჯამში 6 საათი. ბოლო შეხვედრაზე მონაწილეებმა წარმოადგინეს გავლილ მასალაზე დაყრდნობით ტრენინგის ჩატარების დემო ვერსიები. დასასრულს კი გადაეცათ ორენოვანი სერტიფიკატი.

SEU-ს გუნდმა USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში, უნივერსიტეტებისთვის გამოცხადებულ საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა, რომელსაც ახორციელებს PH INTERNATIONAL საქართველო "აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით და საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით. აღნიშნული ტრენინგები მოცემული პროექტის ფარგლებში განხორციელდა.

შერჩეული სტუდენტები მონაწილეობას მიიღებენ პროექტში „ხვალინდელი მოქალაქე“ და ტრენერებთან ერთად ჩაატარებენ ტრენინგებს სკოლის მოსწავლეებისთვის და წარმომადგენლებისთვის. 

Message body empty