სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

უნივერსიტეტი

საერთაშორისო ქართულ-შვეიცარიულ-უკრაინული საზაფხულო სკოლა SEU-ში

06 ივლისი, 2024

1-5 ივლისის ჩათვლით საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტ SEU-ში  მიმდინარეობდა ქართულ-შვეიცარიულ-უკრაინული საერთაშორისო საზაფხულო სკოლა - სოციალური მუშაობა და სოციალური ცვლილება: ადამიანის უფლებები სოციალურ კრიზისის დროს. საზაფხულო სკოლა ხორციელდებოდა აღმოსავლეთ შვეიცარიის უნივერსიტეტთან და ჩერნიგოვის პოლიტექნიკურ უნივერსიტეტთან თანამშრომლობით.

ღონისძიების ფარგლებში დაგეგმილ სესიებსა და დისკუსიებში მონაწილეობდნენ უკრაინელი, შვეიცარიელი და ქართველი სტუდენტები, ასევე პროფესორები. მონაწილეები გუნდურად მუშაობდნენ ისეთ თემებზე, რომლებიც უკავშირდება იძულებით გადაადგილებულ პირებს, ოჯახში ძალადობასა და პენიტენციურ სისტემას და სწორედ ამ მიმართულებებით გააანალიზეს ადამიანის უფლებები.   

საზაფხულო სკოლის  ფარგლებში სტუდენტები ეწვივნენ კასპის პოლიტიკურ რეპრესირებულთა მუზეუმს, ომის მუზეუმს ერგნეთში და რუსთავის N16 პენიტენციური დაწესებულებას. 

სკოლის მიზანი იყო მხარეებს ერთმანეთისთვის გაეზიარებინათ თავიანთი ქვეყნის გამოცდილებები, ემუშავათ კონკრეტულ საკითხებზე და ერთად ეპოვათ პრობლემის გადაჭრის გზები.

ღონისძიების დასასრულს მონაწილეებმა წარადგინეს პრეზენტაციები და გადაეცათ სერტიფიკატები.

Message body empty