სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

უნივერსიტეტი

SEU-სა და აიდისს, პოზიტიური ფსიქოთერაპიის ცენტრს, შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

09 ივლისი, 2024

8 ივლისს, საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტ SEU-სა და აიდისს, პოზიტიური ფსიქოთერაპიის ცენტრს, შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.  მემორანდუმი მიზნად ისახავს მხარეებს შორის გამოცდილების გაზიარებას, სტუდენტების, კურსდამთავრებულების და პერსონალის სამეცნიერო/კვლევითი აქტივობების მხარდაჭერას. ასევე, სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ გაიარონ პრაქტიკები პოზიტიური ფსიქოთერაპიის ცენტრში.

აღნიშნულ მემორანდუმს ხელი SEU-ს ვიცე-რექტორმა ადმინისტრაციული მიმართულებით გოდერძი ბუჩაშვილმა და აიდისის დირექტორმა ლალი ბადრიძემ მოაწერეს. ღონისძიებას, ესწრებოდნენ SEU-ს ადმინისტრაციული და აკადემიური პერსონალი, ასევე აიდისის წარმომადგენლები. 

მემორანდუმის ფარგლებში დამატებით მოეწყობა ერთობლივი შეხვედრები, რომლის მიზანიც სტუდენტების, კურსდამთავრებულების და პერსონალის პროფესიული განვითარებაა. 

შეხვედრის მიმდინარეობისას მხარეებმა განიხილეს უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამები და სამომავლო პერსპექტივები.

Message body empty