სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

უნივერსიტეტი

ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო სააგენტო (AUF) რექტორთა ყოველწლიური რეგიონული კონფერენცია ბუქარესტში

29 ივნისი, 2024

27-28 ივნისს, ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო სააგენტოს (AUF) ორგანიზებით ბუქარესტში რექტორთა ყოველწლიური რეგიონული კონფერენცია (C2R-ECO) გაიმართა, რომელსაც SEU-ს ვიცე-რექტორი ბატონო გოდერძი ბუჩაშვილი დაესწრო.

ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო სააგენტო (AUF) არის მსოფლიოში უმაღლესი საგანმანათლებლო და კვლევითი ინსტიტუტების ერთ-ერთი უდიდესი ასოციაცია, რომლის წევრიც არის SEU. AUF-ი 120 ქვეყნის მასშტაბით 1000-ასზე მეტ ფრანგულენოვან უნივერსიტეტს, კოლეჯს, საუნივერსიტეტო ქსელსა და კვლევით ცენტრს აერთიანებს.

ყოველწლიური რეგიონული კონფერენცია მიზნად ისახავს საგანმანათლებლო დაწესებულებების განვითარებასა და პოპულარიზებას, როგორც ლოკალურ, ასევე საერთაშორისო დონეზე. წლევანდელი კონფერენცია მიეძღვნა უნივერსიტეტების ინტერნაციონალიზაციას ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში, ხელოვნური ინტელექტისა და კიბერუსაფრთხოების განვითარებას და სამეცნიერო კვლევების პოპულარიზებას ფრანგულენოვან სივრცეში.

Message body empty