ვორკშოპი სკოლის მასწავლებლებისთვის თემაზე: „ტექნოლოგიები სწავლების პროცესში“
30 ივნისი, 2024
29 ივნისს, საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტ SEU-ში როკო აკადემიამ ჩაატარა ვორკშოპი სკოლის მასწავლებლებისთვის თემაზე: „ტექნოლოგიები სწავლების პროცესში“.
შეხვედრაზე მომხსენებლებმა განიხილეს სხვადასხვა საინტერესო თემა, რაც სწავლების თანამედროვე გზებს შეეხებოდა.
- დავით ნოზაძე - რობოტექნიკის სწავლების თანამედროვე გზები და სიახლეები;
- რუსუდან გორგაძე, მზია ჩოქური, ფატი ჩხიკვიშვილი, მანანა როსტომაშვილი, ლაურა ჯიმშელეიშვილი - სტემ ასოციაციის პედაგოგთა პროექტი ,,ჯანმრთელობის ანბანი”;
- მიხეილ წიკლაური - წარმატების ფორმულა, ეფლის ტექნიკური ლიდერი;
- კახი ქაჯაია და გიორგი ბუთხუზი - როკო აკადემიის სასკოლო კლუბური მუშაობა სკოლაში, რობოტექნიკა ყველასათვის, პრეზენტაცია, ერთ წლიანი მუშაობის შეჯამება;
- ნინა ბიწკინაშვილი - განათლების მეცნიერების დოქტორი, SEU-ს ასოცირებული პროფესორი, ევროპული სკოლის ციფრული ტრანსფორმაციის ხელმძღვანელი.
ღონისძიება ჩატარდა განათლების ადმინისტრირების სამაგისტრო, ასევე მონაცემთა მეცნიერება და ხელოვნური ინტელექტის საბაკალავრო პროგრამების ორგანიზებით.