სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

უნივერსიტეტი

SEU-ს ასოცირებული პროფესორის გივი ლუაშვილის  წიგნის პრეზენტაცია

28 ივნისი, 2024

27 ივნისს საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტ SEU-ში გაიმართა სამართლის დოქტორის ადვოკატის, SEU-ს ასოცირებული პროფესორის გივი ლუაშვილის  წიგნის „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების დროში მოქმედების ეფექტი“ პრეზენტაცია. 

წიგნი გამოიცა საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი SEU-ს მხარდაჭერით, აკადემიური პერსონალის სამეცნიერო საგრანტო პროექტის ფარგლებში.

კვლევა განხორციელდა გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის, DAAD-ის დაფინანსებით (პროგრამა - Research Stays for University Academics and Scientists, 2023), ვურცბურგის იულიუს მაქსიმილიანის უნივერსიტეტში (JMU).

ავტორი ფართოდ მიმოიხილავს მსოფლიოში არსებულ დადებით და უარყოფით გამოცდილებას, საკვლევ თემასთან დაკავშირებულ ტენდენციებს, საკონსტიტუციო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოების სამართალწარმოების შედეგებს, საერთაშორისო ორგანოების მიდგომებს, რეკომენდაციებს, საქართველოს სამართლებრივი საჭიროებების თავისებურებებს.

წიგნის სრული ვერსია შეგიძლიათ იხილოთ ჩვენს ვებგვერდზე: https://www.seu.edu.ge/ka/1718/

Message body empty