სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

უნივერსიტეტი

SEU-ში გაიმართა ტრენინგი თემაზე: „9-5-დან უსასრულობამდე” - ქალი იურიდიულ სფეროში 

26 ივნისი, 2024

25 ივნისს, SEU-ში გაიმართა ტრენინგი თემაზე: „9-5-დან უსასრულობამდე” - ქალი იურიდიულ სფეროში. 

ტრენინგის მომხსენებელი იყო ანა ჩოგოვაძე, სამართლის დოქტორი SEU-ს მოწვეული ლექტორი, ასევე თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლე. 

ტრენინგის ფარგლებში განხილული იყო ისეთი თემები, როგორიცაა: სტერეოტიპულად შეუსაბამო პროფესიის თავისებურებანი; ქალისთვის იურიდიულ სფეროში მუშაობისას წარმოქმნილი პრობლემები; პარტნიორის მხარდაჭერის მნიშვნელობა აღნიშნულ საკითხში. 

შეხვედრის დასასრულს, მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ მომხსენებლისთვის დაესვათ კითხვები. ტრენინგი ჩატარდა SEU-ს თანასწორობის კლუბის ორგანიზებითა და კარიერული განვითარებისა და კურსდამთავრებულებთან ურთიერთობის სამსახურის მხარდაჭერით.

Message body empty