სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

უნივერსიტეტი

ვორკშოპი თემაზე: „ხელოვნური ინტელექტის გამოყენება”

21 ივნისი, 2024

20 ივნისს, საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტ SEU-ში სტუდენტური კლუბების წარმომადგენლებისთვის გაიმართა ვორკშოპი თემაზე: „ხელოვნური ინტელექტის გამოყენება”.

თემის მომხსენებლები იყვნენ ციფრულ მეცნიერებათა კლუბის წარმომდგენლები და SEU-ს მონაცემთა მეცნიერებისა და ხელოვნური ინტელექტის პროგრამის სტუდენტები.

ვორკშოპი მოიცავდა პრაქტიკულ აქტივობებს, რომელთა მიზანი იყო ხელოვნური ინტელექტის მიმართ ცოდნისა და ინტერესის გაღრმავება.

შეხვედრის მიმდინარეობისას განიხილეს შემდეგი საკითხები:

  • რა არის ხელოვნური ინტელექტი;
  • რამდენ კატეგორიად იყოფა;
  • როდიდან იღებს სათავეს ხელოვნური ინტელექტი;
  • როგორ ვიყენებთ მას ყოველდღიურ ცხოვრებაში რეალური პრობლემების გადასაჭრელად.

მასტერკლასი ჩატარდა ციფრულ მეცნიერებათა კლუბის ორგანიზებითა და კარიერული განვითარებისა და კურსდამთავრებულებთან ურთიერთობის სამსახურის მხარდაჭერით.

Message body empty