სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

უნივერსიტეტი

SEU-ს აფილირებულმა პროფესორმა ნინა ბიწკინაშვილმა მსოფლიო ბანკის მიერ დაფინანსებული საერთაშორისო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

14 ივნისი, 2024

13 ივნისს, საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი SEU-ს ვიცე-რექტორი აკადემიური მიმართულებით გიორგი ღავთაძე და აფილირებული პროფესორი ნინა ბიწკინაშვილი დაესწრნენ მსოფლიო ბანკის მიერ დაფინანსებულ მნიშვნელოვან საერთაშორისო კონფერენციას თბილისში.  

აღსანიშნავია რომ ქალბატონმა ნინამ მონაწილეობა მიიღო პანელურ დისკუსიაში, რომლის თემაც იყო: ,,ხელოვნური ინტელექტი უმაღლეს განათლებაში: შესაძლებლობები და გამოწვევები საქართველოში’’. 

დისკუსიის ფარგლებში მან ისაუბრა ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიცაა: 

  • საგანმანათლებლო სფეროს განვითარებაში ხელოვნური ინტელექტის როლი;
  • ტექნოლოგიების გამოყენების მნიშვნელობა სწავლა-სწავლების პროცესში;
  • ხელოვნური ინტელექტის როლი შრომითი ბაზრის მოთხოვნების შესაფერისი კადრების მომზადებაში. 

ღონისძიებას ესწრებოდნენ დარგის პროფესიონალები, რომლებმაც იმსჯელეს ქვეყანაში უმაღლესი განათლების მომავალზე.

Message body empty