სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

უნივერსიტეტი

SEU-ს და EHL-ის, მსოფლიოს N1 უნივერსიტეტის მასპინძლობის მენეჯმენტის სფეროში, ერთობლივი საბაკალავრო და პროფესიული განათლების პროგრამები

21 ივნისი, 2024

საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი SEU-ს და EHL-ის, მასპინძლობის მენეჯმენტის სფეროში მსოფლიოს N1 შვეიცარიული უნივერსიტეტის, ერთობლივმა პროფესიულმა განათლების გადამზადების ცენტრმა სტარტი აიღო. აღნიშნული ცენტრი იქნება საფუძველი იმისა, რომ EHL Hospitality Business School (EHL)-ის თანამშრომლობით თბილისის არეალში სტუმარ-მასპინძლობის სფეროში სრულიად ახალი კამპუსის ფარგლებში შეიქმნება სტუმარ-მასპინძლობის სფეროს საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამები, რაც სტუდენტებს მისცემს შესაძლებლობას თეორიულ ცოდნასთან ერთად გამოიმუშაონ პრაქტიკული უნარ-ჩვევები და გაიკვლიონ გზა გლობალურ ასპარეზზე.

ცენტრის მიზანი იქნება სტუდენტების აღჭურვა პრაქტიკული უნარებითა და ინდუსტრიულ სპეციფიკაზე მორგებული ცოდნით, რაც უზრუნველყოფს მათ მზაობას როგორც რეგიონული, ასევე საერთაშორისო, დინამიკური სტუმარ-მასპინძლობის სექტორისთვის. საქართველოსა და მთელ სამხრეთ კავკასიაში ეს უპრეცედენტო მოვლენაა სტუმარ-მასპინძლობის სფეროში განათლებისა და პროფესიული გადამზადების მიმართულებით.

SEU-სა და EHL-ს შორის თანამშრომლობა 1 წლის წინ დაიწყო და სწორედ ამ პარტნიორობის ფარგლებში SEU-ს დელეგაცია რექტორის, ბატონი გია კავთელიშვილის, ხელმძღვანელობით 10-13 ივნისს იმყოფებოდა შვეიცარიაში. ისინი ეწვივნენ EHL-ის კამპუსს, შეხვდნენ აკადემიურ პერსონალს და ისაუბრეს არსებული თანამშრომლობის გაძლიერებაზე.

შეხვედრის მიმდინარეობისას ჩვენმა პარტნიორებმა მკაფიოდ დააფიქსირეს თავიანთი დადებითი დამოკიდებულება და მზაობა ამ ახალი მასშტაბური პროექტის მიმართ: 

"SEU-ს მაღალი აკადემიური სტანდარტებისა და EHL-ის გამოცდილების კომბინირებით, რომელიც 130 წელია ქმნის განათლების უმაღლეს სტანდარტს სტუმარ-მასპინძლობის სფეროში დარწმუნებულნი ვართ, რომ სტუდენტები მიიღებენ უბადლო გადამზადებას. ჩვენ ერთობლივი ძალისხმევით გავუკვალავთ გზას ახალ თაობებს, რომლებიც აამაღლებენ ინდუსტრიაში არსებულ მომსახურებას და დანერგავენ ინოვაციურ სტანდარტებს."

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ერთობლივი ძალებით შევძლოთ მოვამზადოთ დარგის წამყვანი სპეციალისტები, რითაც ხელს შევუწყობთ ქვეყანაში სტუმარ-მასპინძლობის სფეროსა და ტურიზმის სექტორის განვითარებას.

Message body empty