სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

უნივერსიტეტი

ინტელექტუალური თამაში ,,ბრენდ ბლიცი“

19 ივნისი, 2024

18 ივნისს, საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტ SEU-ში ჩატარდა ინტელექტუალური თამაში ,,ბრენდ ბლიცი“, რომელშიც მონაწილეობა მიიღო 7-მა გუნდმა.

თამაშის მიმდინარეობისას გუნდების ამოცანას წარმოადგენდა სხვადასხვა ბრენდის მიერ განხორციელებული აქტივობების გამოცნობა (რეკლამა, ლოგო, სლოგანი).

ბრენდ ბლიცი სამი რაუნდისგან შედგებოდა და თითოეულ რაუნდში მონაწილეები აქტიურად იყვნენ ჩართულნი.
 

თამაშის ჟიურის წევრები:

  • ვალერი მოსიაშვილი: ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის დეკანი;
  • ლევან დუნდუა: SEU-ს მოწვეული ლექტორი, მარკეტინგის და პროდუქტების განვითარების მენეჯერი;
  • ლიანა აფაქიძე: კარიერული განვითარებისა და კურსდამთავრებულებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი და SEU-ს მოწვეული ლექტორი.

პირველი და მეორე ადგილის მფლობელ გუნდებს გადაეცათ სპეციალური პრიზები, ხოლო პროექტში მონაწილე ყველა სტუდენტს სერტიფიკატი.

ღონისძიება ჩატარდა SEU-ს ბიზნესის კლუბის ორგანიზებით და კარიერული განვითარებისა და კურსდამთავრებულებთან ურთიერთობის სამსახურის მხარდაჭერით. 

Message body empty