სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

უნივერსიტეტი

SEU-სა და GITA-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

20 ივნისი, 2024

20 ივნისს, საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტ SEU-სა და საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

თანამშრომლობა მოიცავს:

  • სტუდენტების სტარტაპ პროექტების აქსელერაციის პროგრამებში ჩართვას. 
  • კვლევით პროექტებში მონაწილეობას და ერთობლივი კვლევითი აქტივობების განხორციელებას, როგორც ეროვნულ, ისე საერთაშორისო დონეზე; 
  • მონაცემთა მეცნიერებისა და ხელოვნური ინტელექტის, ასევე ინფორმაციული ტექნოლოგიების სტუდენტთა პრაქტიკებს და დასაქმების ხელშეწყობას.
  • ერთობლივი საგანმანათლებლო პროგრამების, სასწავლო კურსების შემუშავებას და არსებული პროგრამების განახლება/განვითარებას; 
  • სტუდენტებისათვის და ადმინისტრაციული თუ აკადემიური პერსონალისათვის ტრენინგების, საჯარო ლექციების, მასტერკლასების და სხვა სასწავლო აქტივობების შეთავაზებას;

მემორანდუმის ფარგლებში განხორციელებული პროექტები სამომავლოდ ხელს შეუწყობს სტარტაპ ეკოსისტემისა და ინოვაციური ტექნოლოგიების გლობალურ განვითარებას.

Message body empty