სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

უნივერსიტეტი

შეხვედრა სკოლამდელი აღზრდის, სკოლისა და პროფესიული განათლების წარმომადგენლებთან

14 ივნისი, 2024

13 ივნისს, საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტ SEU-ში გაიმართა შეხვედრა სკოლამდელი აღზრდის, სკოლისა და პროფესიული განათლების წარმომადგენლებთან. 

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ განათლების ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამის სტუდენტები და კურსდამთავრებულები.

დისკუსიის ფარგლებში იმსჯელეს ისეთ საკითხებზე, როგორიცაა:

  • კარიერული შესაძლებლობები განათლების ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებისთვის;
  • განათლების ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამის მიმოხილვა და სამომავლო პერსპექტივები;
  • ტექნოლოგიებისა და ინოვაციების როლი განათლების ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამაში.  

სესია წარიმართა დისკუსიის რეჟიმში, რომელსაც გაუძღვა განათლების ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელი ლია ანთაძე. 

შეხვედრა ჩატარდა განათლების ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამის ორგანიზებითა და კარიერული განვითარებისა და კურსდამთავრებულთა ურთიერთობის სამსახურის მხარდაჭერით.

Message body empty